ევა ბარბაქაძეს ხერხემლის ოპერაცია, სავარაუდოდ, ხვალ ჩაუტარდება

იაშვილის კლინიკაში ევა ბარბაქაძის ჯანმრთელობის შესახებ ოფიციალური განცხადება ხვალამდე არ გაკეთდება.

 

ევა ბარბაქაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ სტაბილურად მძიმეა. ის რეანიმაციულ განყოფილებაში დაკვირვების ქვეშ იმყოფება.
როგორც, იაშვილის კლინიკის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განაცხადეს კლინიკის მედიკოსები ოფიციალურ განცხადებას ხვალამდე არ გააკეთებენ.
შორენა ბეგაშვილის მეგობარი კახა მამულაშვილი(მამულიჩა) სოციალურ ქსელში წერს, რომ ევა ბარბაქაძეს ხვალ ხერხემალზე ჩაუატარდება ოპერაცია, შემდეგ კი ხელზე და ფეხზე.
“ყველაზე მთავარია, რომ ბავშვი არის გონზე მოსული. ხვალ უკეთდება ოპერაცია ხერხემალზე. შემდეგ უკვე ხელზე და ფეხზე. იმედია ყველაფერი კარგად იქნება”,- წერს მამულიჩა.
შეგახსენებთ, რომ მსახიობ შორენა ბეგაშვილის შვილი ევა ბარბაქაძე გუშინ საღამოს საცხოვრებელი სახლის მეხუთე სართულიდან გადმოვარდა, რის შედეგადაც სხეულის მრავლობითი დაზიანება მიიღო.
წყარო: WWW.PIA.GE
banner
წინა სტატიაში,,დაული არაფერს წყვეტს ევროპარლამენტში, წევრიც კი არაა და მისი სახელიც კი არ ახსოვთ საფრანგეთში”
შემდეგი სტატიაუწყვეტი სამედიცინო განათლების პოლიტიკის დოკუმენტის პრეზენტაცია ხვალ გაიმართება