ეუთო თურქეთს დამკვირვებლების გაგზავნაზე ნებართვას სთხოვს

ეუთო თურქეთში სიტუაციის შესასწავლად დამკვირვებდლის გაგზავნაზე ნებართვას ითხოვს, რომ მათ პუტჩის მონაწილეების სასამართლო პროცესებზე დასწრების უფლება მოიპოვონ.

“ვფიქრობ, თუკი ჩვენ მივიღებთ ამ პროცესებზე დასწრების უფლებას, ეს ურთიერთნდობას გაამტკიცებდა” – განაცხადა ეუთოს ადამიანის უფლებათა და დემოკრატიული ინსტიტუტების ბიუროს დირექტორმა, მიხაელ გეორგ ლინკმა – “დოიჩე ველე” წერს.

“ჩვენ გვსურს წარმომადგენლობა მივიღოთ და განვსაჯოთ თურქეთის ხელისუფლების მიერ მიღებული ზომები” – განაცხადა ლინკმა. მან დაამატა, რომ ანკარას მათ შეთავაზებაზე ჯერჯერობით პასუხი არ გაუცია.

გუშინ თურქეთმა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია, ქვეყანაში არსებული საგანგებო მდგომარეობის გამო, შეაჩერა.
15 ივლისს თურქეთში სამხედრო გადატრიალების მცდელობა იყო. შემთხვევას 232 ადამიანი ემსხვერპლა. ქვეყანაში გამოცხადებულია საგანგებო მდგომარეობა. 60 ათასი პედაგოგი, პოლიციელი, მოსამართლე, სახელმწიფო მოსამსახურე განთავისუფლებულია ან დაკავებულია. დახურულია 20-ზე მეტი მედია საშუალება.

banner
წინა სტატიაშინავთლუღის სპეცოპერაციის საქმის მოწმემ განაცხადა, რომ 2006 წელს ცრუ ჩვენება მისცა
შემდეგი სტატიანიცას ტრაგედიის ხუთ შესაძლო თანამზრახველს ბრალი წაუყენეს