ესტონეთის მოქალაქეს რუსეთის საზღვართან ყვავმა პასპორტი გამოსტაცა

ლენინგრადის მხარის ივანგოროდის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე ესტონეთის მოქალაქეს ყვავმა პასპორტი გამოსტაცა – ინფორმაციას რუსეთის ფედერაციის სასაზღვრო სამმართველო ავრცელებს.
საზღვარზე პროცედურების გასავლელად ესტონეთის მოქალაქემ პასპორტი ამოიღო, თუმცა, ყვავმა მას მოულოდნელად წაართვა დოკუმენტი და მაღლა აფრინდა.
ინციდენტის მოწმეები გახდნენ სასაზღვრო პუნქტის თანამდებობის პირები, რომლებიც მოქალაქისთვის დახმარებას შეეცადნენ. ყველა ცდა წარუმატებელი აღმოჩნდა.
შემთხვევის შემდეგ ადგილზე პოლიცია გამოიძახეს, რომლებმაც პასპორტის დაკარგვის შესახებ განცხადება შეადგინეს. ესტონეთის მოქალაქეს რუსეთში განთავსებული საკუთარი ქვეყნის საელჩო დაეხმარა სამგზავრო დოკუმენტის გაკეთებაში, რომლის შემდეგადაც მან სახლში დაბრუნება შეძლო.
პასპორტი ორი დღის შემდეგ იპოვეს. ყვავმა ის იქვე დააგდო. დოკუმენტი გაუქმდა

banner
წინა სტატიაშიცხინვალი დანარჩენ საქართველოსთან 31 დეკემბრიდან 1 იანვრამდე ე.წ. საზღვარს კეტავს
შემდეგი სტატიაბრაზილიაში საბერძნეთის ელჩი დაიკარგა