ესტონელი მინისტრი: სისუსტე და ყოყმანი, რუსეთს მხოლოდ აცდუნებს

ესტონეთის თვდაცვის მინისტრის იური ლუიკის განცხადებით, ესტონეთს სერიოზულად აშფოთებს რუსეთის ,,ველიკოდერჟავნული,, პოლიტიკა და ქვეყანაში შეჭრის საფრთხე, რომელიც ესტონელი მინისტრის თქმით ,,წარმოსახვითი თამაში,, არ არის.

შვეიცარული Luzerner Zeitung-სთვის მიცემულ ინტერვიუში, ესტონეთის თავდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ ძალიან ყურადღებით და შეწუხებული უყურებენ იმას, რაც რუსეთში ხდება და ასევე იმ ერთობლივ წვრთნებს, რომელიც ,,დასავლეთი – 2017,,-ს სახელწოდებით, სექტემბერში ბელორუსიაში უნდა ჩატარდეს. მან ასევე ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ ქვეყანაში არც ისე დიდი, თუმცა ბრძოლისუნარიანი 1500 კაციანი ამერიკულ-უნგრული კონტინგენტი დგას ნატო-ს სამხედროების სახით, რაც მოსკოვისათვის ერთგვარი გზავნილია.
კითხვაზე, თუ რამდენად რეალურია რუსეთის აგრესიის საფრთხე, ესტონელმა მინისტრმა რუსეთის მიერ მეზობელ ქვეყნებზე განხორციელებული თავდასხმები დაასახელა… ,,რუსეთის მიერ ყირიმის ანექსია, დასავლეთ უკრაინაში კონფლიქტი და 2008 წელს საქართველოსთან ომი ამ საფრთხის დადასტურება და ამ შემთხევაში საუბარი არ გვაქვს რომელიმე აბსტრაქტულ ქვეყნებზე,, განაცხადა ლუიკმა.
ამასთანავაე, ესტონეთის თავდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ ,ესტონეთი ორიენტირებულია დასავლეთზე, ნატოზე და ევროკავშირზე… და რომ ,,რუსეთთან მშვიდობიანი პოლიტიკა არ მუშაობს,,
,,სისუსტე და ყოყმანი, რუსეთს მხოლოდ აცდუნებს. ძალა და სტაბილურობა საუკეთესო არჩევანია,, აცხადებს ესტონეთის თავდაცვის მინისტრი.

banner
წინა სტატიაშიაფხაზეთში მკვლელობების სერია გრძელდება-მოკლულია გალის მკვიდრი
შემდეგი სტატიავალერი მელაძეს თბილოსოს ტექსტი დაავიწყდა(ვიდეო)