ესტონელი გენერალი აცხადებს, რომ რუსეთი სამხედრო მოქმედებებს გეგმავს ბელარუსში

რუსეთის ფედერაცია გეგმავს სამხედრო მოქმედებებს ბელარუსის წინააღმდეგ იმ შემთხვევაში, თუ იქ შეიცვლება პოლიტიკური სიტუაცია. ასეთი აზრი გამოთქვა ესტონეთის არმიის ხელმძღვანელმა რიხო ტერასმა, იუწყება სააგენტო ERR. მისი განცხადებით, რუსეთის შეიარაღებული ძალები და უშიშროების სამსახური ემზადებიან ბელარუსში სამხედრო ოპერაციის ჩასატარებლად.
ტერასის თქმით, მზადება 2014 წლიდან მიმდინარეობს, ხოლო ბელარუსის ტერიტორიაზე ამჟამად მიმდინარე რუსეთ–ბელარუსის სამხედრო წვრთნები მიზანად ისახავს ორი ქვეყნის შეიარაღებული ძალების ერთმანეთთან დაკავშირებას.

banner
წინა სტატიაშირუსეთი აფხაზეთში ახალ საბაჟო გამშვებ პუნქტს გახსნის
შემდეგი სტატიაზუგდიდში, რაიონული საავადმყოფოს ყოფილ შენობაში, სადაც დევნილები ცხოვრობენ, ჭერი ჩამოინგრა