ესპანური მედიის ცნობით, ბინის ძარცვის ბრალდებით ქართველები დააკავეს

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი ნოემბერი 14, 2017 17:21

ესპანური მედიის ცნობით, ბინის ძარცვის ბრალდებით ქართველები დააკავეს

მნიშვნელოვანი

  • ესპანური მედია ქართველების დაკავების შესახებ წერს. გამოცემა "ელ მუნდოს" ცნობით, მადრიდის პოლიციამ ბინის ძარცვის ბრალდებით ორი ეჭვმიტანილი დააკავა, რომლებიც წარმოშობით ქართველები არიან.

სხვა სტატიები

ესპანური მედია ქართველების დაკავების შესახებ წერს. გამოცემა “ელ მუნდოს” ცნობით, მადრიდის პოლიციამ ბინის ძარცვის ბრალდებით ორი ეჭვმიტანილი დააკავა, რომლებიც წარმოშობით ქართველები არიან.

მედიის ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ისინი ცხელ კვალზე აიყვანეს. ერთ-ერთ მძარცველს ბინის მეპატრონემ დანაშაულის მომენტში შეუსწრო, რასაც ჩხუბი მოჰყვა. შედეგად ბინის მეპატრონე მსუბუქად დაშავდა. მძარცველი კი ადგილზე მისულმა პოლიციამ დააკავა.

სამართალდამცველებმა მძარცველის თანამზრახველიც დააკავეს, რომლიც პოლიციელების გამოჩენის დროს გაქცევას შეეცადა. სამართალდამცველებმა მათ საცხოვრებლებში ჩხრეკა ჩაატარეს და ხელსაწყოები აღმოაჩინეს, რომლებსაც ისინი ძარცვის დროს იყენებდნენ.

გამოძიება ვარაუდობს, რომ დაკავებულებს მსგავსი დანაშაულის არა ერთ შემთხვევასთან აქვთ კავშირი.

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი ნოემბერი 14, 2017 17:21

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


5,430
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics