ესპანეთში გატეცებულ ჩემოდანში რადიოაქტიური ნივთიერებები იდო

ესპანეთში გატეცებულ ჩემოდანში რადიოაქტიური ნივთიერებები იდო

ესპანეთის ატომური უსაფრთხოების საბჭომ რადიოაქტიური ნივთიერებებით სავსე ჩემოდნის მოპარვის შესახებ გააკეთა განცხადება La Vanguardia წერს. ფორთოხლისფერი კეისი, ზომით 80/50/50, ავტომობილიდან გაიტაცეს, რომელიც ქალაქ სევილიას ერთ-ერთ ქუჩაზე იდგა.
გამოცემის ინფორმაციის, მოპარული მასალა ხუთბალიაში სისტემის მეოთხე დონის რადიოაქტიურ წყაროებს შეიცავს. ეს ნიშნავს, რომ ნივთიერება კაფსულებშია და ადამიანებისათვის საშიშროებას არ წარმოადგენს. ამასთანავე, თუკი გარეკანი დაუზიანდება, რადიოაქტიური ნივთიერების გაჟონვა მოხდება.
ატომური უსაფრთხოების საბჭო ქვეყნის მოქალაქეებს მიმართავს აღნიშნული კეისის პოვნაში დახმარებისთვის.

banner
წინა სტატიაშისოფელ გეგუთთან ავტოავარიის შედეგად 3 ადამიანი გარდაიცვალა
შემდეგი სტატიაგიორგი კვირიკაშვილი: ტერორიზმის ნებისმიერ გამოვლინებას ვგმობთ