ესპანეთში 1985 წლიდან ხარმა პირველად მოკლა მატადორი

ესპანეთში, გამოსვლისას, პირდაპირ არენაზე, ხარმა მატადორი ვიქტორ ბარიო მოკლა. მატადორებისათვის ლეტალური შედეგი ესპანეთში უკანასკნელი 30 წლის მანძილზე არ დამდგარა – 1985 წელს, გამოსვლისას, დაიღუპა მატადორი ხოსე კუბეო, რომელიც ფსევდონიმით იიო გამოდიოდა.
ბარიოს გამოსვლა ქალაქ ტერუელში მიმდინარეობდა და მისი ტრანსლირება ხდებოდა პირდაპირი ეთერით.
ჩანაწერში ჩანს, როგორ ესხმის თავს ხარი 29 წლის მატადორს, აგდებს მას ჰაერში, შემდეგ კი რქას უყრის გულის მხარეს. ექიმები მაშინათვე ადგილზე გაჩნდნენ, მაგრამ ტორეადორის გადარჩენა ვერ შეძლეს.

ესპანეთის პრემიერმა, რომელიც ცნობილია კორიდას გულშემატკივრობით, ბარიოს გარდაცვალებასთან დაკავშირებით მწუხარება გამოთქვა.

ესპანეთში წლის მანძილზე ხარებთან ბრძოლის 2 ათასზე მეტი შეჯიბრება იმართება.
2010 წელს კატალონიაში, კანარის კუნძულების შემდეგ, კორიდა ოფიციალურად აკრძალეს.

banner
წინა სტატიაშირამდენიმე დღეში ცნობილი გახდება, ვინ გახსნის „Black Sea Arena“-ს საკონცერტო დარბაზს
შემდეგი სტატიაევრო-2016-ის ფინალის წინ, საფრანგეთის მთავრობა უსაფრთხოების ზომებს აძლიერებს