ესპანეთმა უარი თქვა სომხების გენოციდის აღიარებაზე

 ესპანეთის პარლამენტმა უარი თქვა თურქების მიერ სომხების გენოციდის აღიარებაზე.

წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა განსახილველად არ მიიღო რეზოლუცია, რომელიც 1915 წლის მოვლენებს სომეხთა გენოციდად აღიარებს.

კატალონიის რესპუბლიკური მემარცხენე პარტიის (ERC) მიერ 2016 წელს წარმოდგენილი წინადადება ესპანეთის წარმომადგენლობითი ასამბლეის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა  განიხილა და მისი დღის წესრიგში შეტანა არ იქნა მიღებული.

კომიტეტზე გამართულ კენჭისყრაზე, 1915 წლის მოვლენების გენოციდად აღიარებას ხმა მისცა 9 დეპუტატმა, ამდენივემ თავი შეიკავა, ხოლო  17-მა დეპუტატმა, უარყოფითი ხმა მისცა გენოციდის აღიარების საკითხის  პარლამენტის დღის წესრიგში შეტანაზე.

ეს იყო ბოლო სამი წლის განმავლობაში, სომხების გენოციდის აღიარების მესამე ინიციატივა, რომელიც ვერ განხორციელდა.

banner
წინა სტატიაშიშსს განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატიააშშ-მ, დიდმა ბრიტანეთმა და საფრანგეთმა სირიაში ავიადარტყმები განახორციელეს