ესპანეთმა ბაშარ ასადის ბიძის ანგარიში და ქონება დააყადაღა

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი აპრილი 5, 2017 01:19

ესპანეთმა ბაშარ ასადის ბიძის ანგარიში და ქონება დააყადაღა

ესპანეთის ხელისუფლებამ სირიის პრეზიდენტის ბაშარ ასადის ბიძის რიტაფ ასადის საბანკო ანგარიშს და ქონებას ყადაღა დაადო, სირიის მთავრობიდან 1984 წელს 300 მილიონი დოლარის მოპარვაში ეჭვმიტანის გამო. 79 წლის ექსპატრიანტის საქმეზე გამოძიება საფრანგეთმა დაიწყო, სადაც ის 30 წელზე მეტია ცხოვრობს. საფრანგეთის პროკურატურა ყოფილ ოფიცერს სირიის არმიაში თანხების გათეთრებასა და გადასახადების დამალვაში სდებს ბრალს. რიფატ ასადს ქონება აქვს ასევე ანდალუზიის კურორტებში მარბელსა და პუერტო-ბანუსში, სადაც უკვე 15-ჯერ ჩატარდა ჩხრეკა – “ბიბისი” წერს. გარდა ამისა, ესპანეთის პროკურატურის გადაწყვეტილებით ასადის ბიძის 16 ანგარიშის ნომერი დახურეს, მის სახელთან დაკავშირებული 76 ანგარიშის ნომრის შემოწმება მიმდინარეობს.

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი აპრილი 5, 2017 01:19

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


9,946
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics