ესპანეთის თავდაცვის ყოფილი მინისტრი საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს

ესპანეთის თავდაცვის ყოფილი მინისტრი კარმე ჩაკონი, საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. ის 47 წლის იყო. ინფორმაციას ესპანური გამოცემა El Pais ავრცელებს.

პირველადი ვერსიით, კარმე ჩაკონი ბუნებრივი სიკვდილით გარდაიცვალა. მისი ახლობლების თქმით, ჩაკონს გულთან დაკავშირებული ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა.

კარმე ჩაკონი პირველი ქალია, რომელიც ესპანეთის თავდაცვის სამინისტროს 2008 წლიდან 2011 წლის დეკემბრამდე ხელმძღვანელობდა. ის თანამდებობიდან საკუთარი ნებით გადადგა.

banner
წინა სტატიაშითვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის საპრეზიდენტო არჩევნების ბიულეტენების 68%-ია დათვლილი
შემდეგი სტატიაავარია თურქეთში – დაღუპულია საქართველოს 1 და დაშავდა 5 მოქალაქე