ესპანეთის საფეხბურთო ნაკრებს შესაძლოა აუკრძალონ მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლა

ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციამ (FIFA) ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციას (RFEF) წერილი გაუგზავნა, რომელშიც გამოთქმულია შეშფოთება ქვეყნის ხელისუფლების მიერ საფეხბურთო საქმეებში ჩარევასთან დაკავშირებით. ამის შესახებ წერს გამოცემა “El Pais”.
წერილში აღნიშნულია, რომ თუ ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციის თხოვნა არ იქნება გათვალისწინებული, ესპანეთის გუნდებს აეკრძალებათ საერთაშორისო ტურნირებში გამოსვლა, მათ შორის 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატში.
ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაცია თვლის, რომ ესპანეთის მთავრობა ზეწოლას აწარმოებს სიტუაციაზე, რომელიც ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის ახალი პრეზიდენტის არჩევას უკავშირდება. ეს ეწინააღმდეგება ფიფას წესდების მე-13 სტატიას, რომლის თანახმად ფეხბურთის ფედერაციები მოქმედებენ დამოუკიდებლად.
ფიფას ოფიციალური წარმომადგენელი ამ დღეებში მადრიდს ეწვევა საკითხის ადგილზე შესასწავლად.

banner
წინა სტატიაშიდონალდ ტუსკი : ევროკავშირმა ერთხმად დაუჭირა მხარი რუსეთისთვის სანქციების გაგრძელებას
შემდეგი სტატიაუკრაინელი ჟურნალისტი: სააკაშვილი აწამეს (ვიდეო)