ესპანეთის საკონსტიტუციო სასამართლომ გააუქმა კატალონიის დამოუკიდებლობის აქტი

ესპანეთის საკონსტიტუციო სასამართლომ გააუქმა კატალონიის პარლამენტის მიერ ცალმხრივად გამოცხადებული დამოუკიდებლობის აქტი. ამის შესახებ იუწყება ესპანური გაზეთი “El Mundo”.
გარდა ამისა, საკონსტიტუციო სასამართლომ გააუქმა კატალონიის პარლამენტის მიერ სექტემბრის დასაწყისში მიღებული კანონი “გარდამავალი პერიოდის შესახებ” და დაიწყო კატალონიის პარლამენტის სპიკერისა და პრეზიდიუმის წევრების საქმის განხილვა დაუმორჩილებლობის მუხლით.
შეგახსენებთ, რეფერენდუმის ჩატარების შემდეგ, 27 ოქტომბერს, კატალონიის ავტონომიის პარლამენტმა დამოუკიდებლობა გამოაცხადა. ერთი საათის შემდეგ კი ესპანეთის სენატმა კატალონიის ტერიტორიაზე პირდაპირი მმართველობა შემოიღო.
ესპანეთის ხელისუფლებამ დაშალა ავტონომიის პარლამენტი და ახალი არჩევნმები ამა წლის 21 დეკემბრისთვის დანიშნა.

banner
წინა სტატიაშიევროპის საბჭოში გენერალური მდივნის მე-16 კონსოლიდირებული ანგარიში – „კონფლიქტი საქართველოში“ განიხილეს
შემდეგი სტატიათურქეთში ოპოზიცია მოითხოვს პრემიერ-მინისტრის გადადგომას