ესპანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო: სამხრეთ ოსეთს არ გააჩნია იურიდიული საქმიანობის უფლება ევროკავშირის ნებისმიერ სახელმწიფოში

ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის ბარსელონაში წარმომადგენლობის გახსნასთან დაკავშირებით, ესპანეთის საგარეო საქმეთა სამინიტრომ ოფიციალური განცხადება განათავსა საკუთარ საიტზე, რომელშიც აღნიშნულია, რომ ესპანეთი, ისევე როგორც ევროკავშირის წევრი ყველა სახელმწიფო, სამხრეთ ოსეთს, რომელიც პრაქტიკულად არც გაერთიანებული ერების სახელმწიფოთა მიერ არის აღიარებული, მიიჩნევს საქართველოს განუყოფელ ნაწილად.
“საბოლო ჯამში, სამხრეთ ოსეთს, როგორც დე-ფაქტო იურიდიულ პირს, საერთაშორისო სამართლის თანახმად, არ გააჩნია იურიდიული საქმიანობის უფლება ევროკავშირის ნებისმიერ სახელმწიფოში…ესპანეთი კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი სრულ მხარდაჭერას საერთაშორისო საზოგადოების მიერ აღიარებულ სახელმწიფო საზღვრებში”,- აღნიშნულია ესპანეთის საგარეო საქმეთა სამინიტროს განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიაფეთქება დონეცკის ცენტრში
შემდეგი სტატიატრამპი თავს ჭკვიან ადამიანად მიიჩნევს