ესპანეთის პროკურატურამ კატალონიის მთავრობის ყოფილი მეთაურის დაპატიმრების ორდერი გასცა

ესპანეთის პროკურატურამ კატალონიის რეგიონალური მთავრობის ყოფილი მეთაურის, კარლეს პუიჩდემონის და მისი მთავრობის ყოფილი წევრების მიმართ საერთაშორისო მასშტაბით დაპატიმრების ორდერი გასცა.

კატალონიის ყოფილი ლიდერი ბელგიაშია და ქვეყნის დატოვებაზე უარს აცხადებს.

„ცუდი კლიმატია, უმჯობესია დისტანციის დაცვა“,- განუცხადა პუიჩდემონის ადვოკატმა საინფორმაციო სააგენტო „როიტერს“.

ადვოკატის განცხადებით, საჭიროების შემთხვევაში კარლეს პუიჩდემონი ესპანურ და ბელგიურ სასამართლოსთან ითანამშრომლებს.

მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, კატალონიის სეპარატისტი ლიდერების დაკავების თხოვნით სასამართლოს ესპანეთის მთავარმა პროკურორმა მიმართა. პროკურატურის მიმართვამდე, კატალონიის ყოფილი პრეზიდენტი, კარლეს პუიჩდემონი სასამართლოში დაკითხვაზე იყო დაბარებული. ესპანეთის სასამართლოში ამბობდნენ, რომ თუ პუიჩდემონი სასამართლოში არ გამოცხადდებოდა, მის წინააღმდეგ დაკავების ორდერი ევროპის მასშტაბით გაიცემოდა.

banner
წინა სტატიაშიზუგდიდი-თბილისის მაგისტრალზე კიდევ ერთი ავტოავარია მსხვერპლით დასრულდა
შემდეგი სტატიაზახაროვა ,,twitter,,-სა და ,,facebook,,-ს სიურპრიზს ჰპირდება