ესპანეთის პრემიერი: “რეფერენდუმი კატალონიაში ჩავარდა”

რეფერენდუმი კატალონიის დამოუკიდებლობის თაობაზე, რომელიც 1 ოქტომბერს ავტონომიის ხელისუფლებამ ჩაატარა, მთლიანად ჩავარდა. ამის შესახებ პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა მარიანო რახოიმ. “რეფერენდუმი მთლიანად ჩავარდა. ვერავითარი სავარაუდო შედეგი ვერ გაამართლებს პოლიტიკურ გადაწყვეტილებას, მითუმეტეს კატალონიის დამოუკიდებლობის შესახებ”, – აღნიშნა ესპანეთის პრემიერმა. მან დასძინა, რომ რეფერენდუმი იყო მავანთა უკანასკნელი მცდელობა თავს მოახვიონ ხალხს დამოუკიდებლობა, რომელიც ცოტა ვინმეს თუ სურს”.

banner
წინა სტატიაშიურთიერთობა ყაზახეთსა და ყირგიზეთს შორის იძაბება
შემდეგი სტატიაუნგრეთში რუსი ფანატები გააუპატიურეს?