ესპანეთის ნაპირზე ორი ტონა ჰაშიშით დატვირთული მანქანა იპოვეს

ესპანეთში სამოქალაქო არმიამ ალჰესირასას კომენდატურიდან 2,1 ტონა ჰაშიშით დატვირთული და მიგდებული მანქანა იპოვა ქალაქ ტარიფას სანაპიროზე.
ნარკოტიკები ერთ-ერთი დამსვენებლის სატელეფონო ზარის მეშვეობით იქნა ნაპოვნი, რომელმაც პოლიციაში დარეკა და მოყვა საეჭვო ავტომანქანის შესახებ.
ადგილზე მოსულმა პატრულმა ქვიშაში ჩაფლული მანქანა გაჩხრიკა და ათობით ყუთი ჰაშიში აღმოაჩინა. მისგან დაახლოებით 300 მეტრში კიდევ 6 ყუთი ჰაშიში ეყარა. არმიამ სულ 66 ყუთი ამოიღო, რომელთა საერთო წონა 2140 კილოა. დადასტურდა, რომ მანქანა 2015 წლის ზაფხულში მალაგას პროვინციიდან იყო გატაცებული.
მიმდინარეობს გამოძიება.

banner
წინა სტატიაში“ის ფაქტი, როცა ქვეყნის ყოფილი მთავარსარდალი, ორგზის პრეზიდენტი საკუთარი ქვეყნის მოქალაქეობაზე უარს ამბობს, უპრეცედენტოა”
შემდეგი სტატიარუსეთმა კანადისგან მოითხოვა სირიაში მებრძოლი რუსი მფრინავების მონაცემების გაუქმება