ესპანეთის მეფის სიძე ციხეში გამოცხადდა

ესპანეთის მეფის ფილიპის სიძე ინიაკ ურდანგარინი ციხეში გამოცხადდა თითქმის ექვსწლიანი პატიმრობის ვადის მოსახდელად, რომელიც მას საზოგადოებრვი ქონების გაფლანგვისა და არალეგალური ფინანსური ოპერაციებისთვის მიუსაჯეს. ორშაბათს, დაახლოებით დილის ცხრა საათისთვის მივიდა ინიაკ ურდანგარინი პენიტენციალურ სისტემაში. თერთმეტ საათზე იწურებოდა ციხეში ნებაყოფლობით გამოცხადების ვადა. მედიის ინფორმაციით, მეფის სიძემ ბოლო კვირა შვეიცარიაში გაატარა მეუღლესთან და ოთხ შვილთან ერთად. უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე ინიაკი ურდანგარინი კამერაში მარტო იქნება – “დოიჩე ველე” წერს.

banner
წინა სტატიაშისირიელმა ქურთებმა “ისლამური სახელმწიფოსგან” 15 სოფელი და ქალაქი გაანთავისუფლეს
შემდეგი სტატიაგერმანიის შს მინისტრი ლტოლვილებისთვის ფულადი დახმარების შეჩერებას აპირებს