ესპანეთი საქართველოში თავისუფალ და სამართლიან გარემოში ჩატარებულ არჩევნებს დადებით შეფასებას აძლევს

ესპანეთი საქართველოში თავისუფალ და სამართლიან გარემოში ჩატარებულ არჩევნებს დადებითად აფასებს.

ესპანეთის საგარეო საქმეთა და თანამშრომლობის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ესპანეთი ულოცავს საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებულ სუბიექტებს და იმედოვნებს, რომ ახალი პარლამენტი წარმატებით დაძლევს ქვეყნის წინაშე მდგარ ამოცანებს და გამოწვევებს.

ესპანეთი გამოხატავს სურვილს, გააღრმავოს ქვეყნებს შორის არსებული მეგობრული ურთიერთობები და თანამშრომლობა, ასევე ხელი შეუწყოს საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობების განმტკიცებას ასოცირების ხელშეკრულების შესრულების გზით. ესპანეთის მთავრობა მიესალმება საპარლამენტო არჩევნების მშვიდ გარემოში ჩატარებას და იზიარებს ეუთო-ს სადამკვირვებლო მისიის წინასწარ დასკვნას, რომლის თანახმადაც, არჩევნები იყო თავისუფალი და დემოკრატიული.

ამასთან, ესპანეთის მთავრობა გმობს ძალადობის სხავადასხვა ინციდენტს და იმედს გამოთქვამს, რომ დამკვირვებლების მიერ წარმოდგენილი საარჩევნო რეკომენდაციები სამომავლოდ გათვალისწინებული იქნება.

banner
წინა სტატიაშიმიხეილ სააკაშვილი : კამათი არ უნდა გადაიზარდოს თითის გაშვერასა და განხეთქილებაში, რაც ასე სურს ივანიშვილს
შემდეგი სტატიაშსს-მ 2013 წლიდან ძებნილი პირი დააკავა