ესპანეთი მაროკოს საზღვარზე ეკლიან მავთულს დახსნის

ესპანეთის მთავრობა დემონტაჟს გაუკეთებს მავთულხლართებს, რომელიც ჩრდილოეთ აფრიკასთან საზღვარზე აქვს დამონტაჟებული. სასაზღვრო კედლის გადახტომისას მიგრანტები ხშირად იღებენ ტრავმებს. “შეხედეთ, როგორ ხტებიან ადამიანები ღობიდან – ეს უაზროა და მიუღებელი” – ესპანეთის შს მინისტრმა ფერნანდო გრანდე-მარლასკამ განაცხადა. მან აღნიშნა, რომ აუცლებელია მიზეზებთან ბრძოლა, რომელიც ადამიანებს აიძულებს საკუთარი სახლები დატოვონ და ევროკავშირში გაიქცნენ. მინისტრის თქმით, მიგრაციის კონტროლი “სხვების დაშავებას” არ ნიშნავს. “ჩვენ ვსაუბრობთ სოლიდარობაზე, ადამიანის ღირსების დაცვაზე” – გრანდე-მარლასკამ თქვა.
უფლებადამცველი ორგანზაციები დიდი ხანია სეუტისა და მელილის ირგვლივ არსებულ ეკლიან მავთულებს აკრიტიკებენ. წითელი ჯვრის ორგანიზაციის ინფორმაციით, 2018 წელს ღობედან გადაძვრომისას 25 ლტოლვილი დაშავდა მძიმედ – “დოიჩე ველე” წერს.

banner
წინა სტატიაშისაბერძნეთი ევროპელი კრედიტორებისგან 1 მილიარდ ევროს მიიღებს
შემდეგი სტატიადე-ფაქტო აფხაზეთში დროებით უვიზო მიმოსვლა გაიხსნა უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის