ელენე ხოშტარია: „ესაა ერთგვარი დამოძღვრა თუ როგორ უნდა ვიცხოვროთ ჩვენ“

ელენე ხოშტარია:

„ესაა ერთგვარი დამოძღვრა თუ როგორ უნდა ვიცხოვროთ ჩვენ“ – ასე აფასებს ბიძინა ივანიშვილის წერილს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო სიის ახალი სახე ელენე ხოშტარია.
„ამ წერილით ძალიან კარგად გამოჩნდა, რომ ქვეყნის რეალური მმართველი ბიძინა ივანიშვილია; გამოჩნდა რომ მისი მთავარი მიზანი ნაციონალურ მოძრაობასთან ბრძოლაა და არა ქვეყნის განვითარება; გამოჩნდა, რომ ის პარალელურ რეალობაში ცხოვრობს – ხატავს სურათს, რომელიც მოცემულობას არ შეეფერება. პირდაპირ ატყუებს საზოგადოებას დაპირებების შესახებ. ესაა ერთგვარი დამოძღვრა თუ როგორ უნდა ვიცხოვროთ ჩვენ.
რაც შეეხება საგარეო კურსზე საუბარს, ფაქტია, რომ ამ 4 წელიწადში ევროპულ საგარეო კურსში ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი გაჩნდა. ჩვენ ვხედავთ პროდასავლური ძალების დევნას ხელისუფლების მხრიდან. ასევე, ქართული ოცნების არაერთი წარმომადგენელი საუბრობს ნატო-ს სიცუდეზე.“

banner
წინა სტატიაში13-ჯერ სააკაშვილი და ერთხელ კვირიკაშვილი – ივანიშვილის წერილი
შემდეგი სტატიაკაბელების საქმის განაჩენი მსჯავრდებულების ინტერესების დამცველეს ამ დრომდე არ მიუღია