“ეს უნდა გახდეს აუცილებლად გამოძიების საგანი”, – ნიკა გვარამია დროებითი მმართველების მინდობილობაზე

zaal1ზაალ უდუმაშვილმა და ნიკა გვარამიამ დროებითი მმართველების განცხადების საპასუხოდ პრესკონფერენცია გამართეს.

როგორც ცნობილია, რუსთავი 2-ის დროებითმა მმართველებმა დღეს პრესკონფერენცია გამართეს. მათ სამაუწყებლო კომპანიის გენერალური დირექტორის მოვალეობის შესრულების უფლებამოსილება ზაალ უდუმაშვილს მიანიჭეს.

“ეს უნდა გახდეს აუცილებლად გამოძიების საგანი, რადგან ზალიკო ამ თანამდებობის პირებმა დააყენეს ძალიან მძიმე, მათ შორის პოტენციურად სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის ქვეშ. შესაბამისად, მოვითხოვთ, ამ ფაქტის გამოძიებას, როგორ მოხდა ამ ყველაფრის ჯერ ნოტარიულად გაფორმება და შემდეგ რეგისტრაცია. ეს არის ფარატინა ქაღალდი და უნდა იყოს ბათილი, რადგან არ ახლავს სავალდებულო რეკვიზიტი – მეორე მხარის ნების გამოვლენა,” – განმარტა ნიკა გვარამიამ.

ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ რუსთავი 2-ის დროებითი მმართელები სასაცილო მდგომარეობაში იგდებენ თავს. გვარამიამ მოსამართლებსაც მიმართა.

“ჩვენ, დაახლოებით, ერთი საათის წინ მოვისმინეთ შეშინებული კაცუნების ბრიფინგი, სასაცილო მდგომარეობაში იგდებენ ეს ადმიანები თავს. უნდა ითქვას, რომ ყველაზე უფრო მეტად ისინი არ არიან შერცხვენილები, შერცხვენილია სასართლო ხელისუფლება. მეგობრებო სასამრთლო ხელისუფლებიდან ხომ ხედავთ რა დღეში ხართ, რა დღეში ჩაგაგდოთ მოსამართლედ წოდებულმა ურთმელიძემ. ყველა მათ შორის ისინი ვის სასარგებლოდაც თქვენ გამოგაქვთ გადაწყვეტილებები თავს ვალდებულად, რომ დაამციროს სასამრთლო ხელისუფლება აკრიტიკონ ის და თქვა რომ უკანონო გადაწვეტილებებს იღებს. ნუ იმცირებთ თავს, იმიტომ, რომ ძალიან ძვირი ღირს თქვენი რეპუტაცია და რთული იქნება რეპუტაციის აღდგენა. გაემიჯნეთ ურთმელიძეს, ამას აკეთებთ თქვენი დუმილით, მაგრამ ეს უნდა გააკეთოთ ხმამაღლა.

zaaali23

სრულიად აბსურდია დღევანდელი 2 არალეგიტიმური ცენზორის განცხადებები. მათ თავიანთ თავზე ძალიან მძიმე პასუხისმგებლობა აიღეს, ეს არ არის თამაში, რაშიც თქვენ მონაწილეობთ ბატონო საყევარიშვილო და ბატონო დვალო, ეს ძალიან სერიოზული პროცესებია. იმავე განჩინებით, სადაც თქვენ დაინიშნეთ, აღნიშნულია, რომ თქვენი მთელი ქონებით აგებთ პასუხს ყველაფერზე, რაც რუსთავი 2-ში ხდება. ვერ გადააკისრებთ ამ პასუხისმგებლობას სხვა ადამიანებს. თქვენ თავი უმძიმეს ყულფში გაქვთა გაყოფილი და ყოველდღიურად ეს ყულფი თქვენი კისრის გარშემო იკვრება,“-განაცხადა გვარამიამ.

ნიკა გვარამია დროებითი მმართველების განცხადებას რუსთავი 2-ში ტექნიკის დაზიანებასთან დაკავშირებით ბოდვას უწოდებს.

banner
წინა სტატიაში,უნდა ვაღიაროთ, ჩვენი საგარეო ფრთა მოისუსტებს”
შემდეგი სტატიავერ გაძელით ისე, რომ უკან არ დაგეხიათ და არ ჩაგესვარათ”