„ეს შეხვედრა კანონიერ ხასიათს არ ატარებს“ – იან კელი პუტინი-ბიბილოვის შეხვედრაზე

იან კელი

სოჭში რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტისა და ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. პრეზიდენტის შეხვედრას განცხადებით ეხმაურება აშშ-ის ელჩი საქართველოში იან კელი. დიპლომატის განცხადებით, ეს შეხვედრა კანონიერ სახეს არ ატარებს:

„ჩვენ არ ვცნობთ ამ ორი რეგიონის ლიდერების სტატუსს და არასოდეს შევიცვლით პოზიციას ამასთან დაკავშირებით. არ ვაღიარებთ სამხრეთ ოსეთის ან აფხაზეთის რაიმე სტატუსს. ისინი საქართველოს განუყოფელი ნაწილები არიან და ყოველთვის ასე დარჩება, ასე რომ ეს შეხვედრა კანონიერ ხასიათს არ ატარებს. ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს მცდელობებს რომ მოახდინოს ამ რეგიონების რეინტეგრაცია. ასევე მხარდაჭერას ვუცხადებთ რუსეთთან პრაგმატულ დიალოგს ჟენევისა და კარასინი-აბაშიძის ფორმატში. ვფქრობ ამ საკითხს გრძელვადიანი პერსპექტივით უნდა შევხედოთ,“-განაცხადა იან კელი.

banner
წინა სტატიაშიერთი წამითაც არავის ეპარება ეჭვი, რომ ტრამპსაც ისეთივე სულისკვეთება აქვს, როგორიც კონგრესმენების წერილშია გამოთქმული – პრემიერი
შემდეგი სტატიარუსეთის მიერ საქართველოს ანექსია – დეპუტატები „ევროპული საქართველოს“ რეზოლუციას განიხილავენ