“ეს საფრთხე რეალურია”- კალაძემ გაზპრომთან მიმდინარე მოლაპარაკებებზე ისაუბრა

გაზპრომთან მიმდინარე მოლაპარაკებებზე ენერგეტიკის მინისტრმა არსებულ კითხვებს პასუხები გასცა.

კალაძემ 2006 წელი გაიხსენა და “სიცრუე” უწოდა იმ განცხადებებს, რომ რუსული გაზსადენის აფეთქების შემდეგ საქართველომ ენერგოდამოუკიდებლობაზე გადავიდა და რუსული გაზი აზერბაიჯანული გაზით ჩაანაცვლა.

კალაძის განცხადებით, 2007 წელსაც საქართველო 99%-ით იყო დამოკიდებული რუსულ გაზზე და 2008 წელს, ომის პერიოდში რუსული გაზის წილი საქართველოს ბაზარზე 50%-ს შეადგენდა.

რას შეეხება ბოლო მოლაპარაკებებს, კალაძემ დაწვრილებით ისაუბრა მიმდინარე პროცესზე და თქვა, რომ რუსეთისგან საქართველოს ხელისუფლებამ ულტიმატუმი მიიღო, რაც საქართველოს სატრანზიტო დერეფნის გამოყენების გაუქმებასა და სომხეთისთვის ირანული გაზით უზრუნველყოფას ეხებოდა. ენერგეტიკის მინისტრის თქმით ეს საფრთხე რეალურია და ხელისუფლება ცდილობს, არსებულ სატრანზიტო დერეფნის ფუნქცია შეინარჩუნოს.

banner
წინა სტატიაშითამარ ჩერგოლეიშვილი: როგორც ჩანს, კალაძეს კიდევ ბევრი ნაძვის ხე აქვს დოლარებით მოსართავი
შემდეგი სტატიაკახა კალაძის ინფორმაციით, აზერბაიჯანს საჭირო გაზის მოწოდება ტექნიკურად არ შეუძლია