ნინო ბურჯანაძე: ეს რა თქმა უნდა პოლიტიკური პროცესია “რუსთავი 2”-ის წინააღმდეგ

ხელისუფლება მოქმედებს უტვინოდ

რუსთავი 2-ის საქმესთან დაკავშირებით დღეს მიღებულ გადაწყვეტილებას გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე ეხმაურება. ბურჯანაძე ტელეკომპანიის საქმესთან დაკავშირებით, პოლიტიკურ პროცესებზე საუბრობს.

„ყველაზე ცუდი ის არის, რომ ნაციონალური მოძრაობის ძალიან ცუდი ტრადიცია გააგრძელა დღევანდელმა ხელისუფლებამ. ჩემთვის სრულიად ნათელია, რომ დღეს რაც სასამართლოში ხდება, ეს რა თქმა უნდა, არის პოლიტიკური პროცესი რუსთავი 2-ის წინააღმდეგ. არჩევნების წინ, ის რეალობა, რაც დგება რუსთავი 2-თან მიმართებაში, რაც დგება ჩვენს პარტიასთან მიმართებაში, როცა თავისუფალ საეთერო დროს გვართმევენ, ნიშნავს, რომ ეს არჩევნები ნამდვილად ვერ იქნება დემოკრატიულ და სამართლიან არჩევნებად გამოცხადებული,“ – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

banner
წინა სტატიაში“სასამართლოს დამოუკიდებლობა და პრესის თავისუფლება – ჩვენთვის ორივე პრინციპი მნიშვნელოვანია”
შემდეგი სტატია,,ნაციონალურმა მოძრაობამ“ გურჯაანში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად გიორგი ღვინიაშვილი წარადგინა