(video) ეს ქალი სტრასბურგში როგორ მუშაობდა, ვერაფრით ვხვდები – ნიკა გვარამია თეა წულუკიანზე

რუსთავი 2-ის დირექტორის, ნიკა გვარამიას განცხადებით, მისი ინფორმაციით ხვალ სასამართლო მიიღებს გადაწყვეტილებას, რომელიც კომპანიას ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნებს კომპანიას და ამის აღსრულება უახლოეს პერიოდში მოხდება.

რუსთავი2-ის გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია, რუსთავი2-ის საქმეზე იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანს აკრიტიკებს და ამბობს, რომ ტელეკომპანია ბრძოლას ბოლომდე აპირებს და ბიძინა ივანიშვილის დავალებების შემსრულებლად თეა წულუკიანს ასახელებს, რომელიც, ნიკა გვარამიას თქმით, „ჭრის და კერავს” რუსთავი2-ის საქმეს.

„წულუკიანის ჭკუაზე დიდი წარმოდგენა ბიძინა ივანიშვილს არა აქვს და მე რატო უნდა მქონდეს. წულუკიანი არის შვონდერი ამ ხელისუფლების. გარეგნულ პარალელებისგან თავს შევიკავებ, მაგრამ შვონდერია ტიპიური, ტროიკის შემადგენელი, დამხვრეტი და ამას დიდი სიამოვნებით გააკეთებდა, რომ შეეძლოს ბიძინა ივანიშვილის დავალების საფუძველზე. ეს ქალი სტრასბურგში როგორ მუშაობდა, ვერაფრით ვხვდები. პლინტუსქვემოთ ინტელექტის მქონე ქალი. ვარსკვლავი იყო ნათია გუჯაბიძე, რომელიც დღეს სამარცხვინოა,“ – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

https://youtu.be/aY7T5lh7kMk

banner
წინა სტატიაშიგამოკითხვის შედეგად ბრიტანელების უმეტესობას ევროკავშირის დატოვება სურთ
შემდეგი სტატია,,ქართული ოცნების,, კარდინალური შეცდომები