“ეს ფაშიზმიც აღარ არის, უფრო მეტია” – მანანა კობახიძე “ნაციონალურ მოძრაობაზე” საუბრობს

ვიცე-სპიკერი, მანანა კობახიძე “ნაციონალური მოძრაობის” შესახებ სოციალურ გვერდში, საკუთარ გვერდზე წერს.

მისი შეფასებით, “ნაციონალური მოძრაობა” – ეს არის ბოროტთა შეთქმულება ქართული სახელმწიფოს და ქართველი ერის წინააღმდეგ”.

“2003 წლიდან ხომ ვუყურებ, ვაკვირდები, ვუსმენ “ნაციონალურ მოძრაობას”, მის იდეოლოგებს, ლიდერებს, თითქოს, არც არაფერია ამ ბოლოდროინდელ ჩანაწერებში განსაკუთრებული, უჩვეულო, რასაც ესენი არ იტყოდნენ, არ იფიქრებდნენ, არ დაგეგმავდნენ.

ავადსახსენებელი ციხის კოშმარის შემდეგ ხომ საერთოდ რაღამ უნდა გაგვაკვირვოს?! ვეძებ და ვერ ვპოულობ ზუსტ შეფასებას, რთულია, სახელი დაარქვა ამ ძალას, მათ ქმედებებს, ეს ფაშიზმიც აღარ არის, უფრო მეტია! “ნაციონალური მოძრაობა” – ეს არის ბოროტთა შეთქმულება ქართული სახელმწიფოს და ქართველი ერის წინააღმდეგ! ჩვენ ერთად უნდა მოვერიოთ ამ ბოროტებას, ერთხელ და სამუდამოდ, 8 ოქტომბერს, ყველგან, სადაც საქართველოა”, – წერს მანანა კობახიძე.

banner
წინა სტატიაშიალექსანდრე ინდუაშვილის ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ დაკავებული ოქრუაშვილთან დაპირისპირებული არასდროს ყოფილა
შემდეგი სტატია“წინასაარჩევნო პერიოდში, როგორც მოსალოდნელი იყო, ეს საკითხი წამოიწეოდა” – ნანუაშვილი ფარულ ჩანაწერებზე