ეს მოდელი უზრუნველყოფს ბალანსის დაცვას ადამიანის უფლებებსა და უსაფრთხოებას შორის – კილაძე ე.წ. მოსმენების კანონპროექტზე

ფარულ მოსმენა-მიყურადებასთან დაკავშირებული კანონპროექტი აბსოლუტურად უზრუნველყოფს ბალანსის დაცვას ადამიანის უფლებებსა და უსაფრთხოებას შორის- აცხადებს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო კილაძე. მისი თქმით, თუ პარლამენტში მიმდინარე განხილვებისას რაიმე ახალი და არსებითი საკითხი იქნება წარმოდგენილი, უმრავლესობა მასზე იმსჯელებს.

”ჩვენ შევეცადეთ, რომ ეს პროცესი ყოფილიყო მაქსიმალურად გამჭვირვალე და მასში ყოფილიყო ბევრი ადამიანი ჩართული. ეს ის მოდელია, რომელიც აბსოლუტურად უზრუნველყოფს ბალანსის დაცვას ადამიანის უფლებებსა და უსაფრთხოებას შორის. თუ რაიმე საკითხი იქნება ახალი და არსებითი, რა თქმა უნდა, ამაზე ვიმსჯელებთ. პროექტი, რომელიც გვაქვს შემუშავებული, ძალიან მნიშვნელოვანია და ამ სახით უნდა მივიღოთ. ეს მოდელი, რაც მე მოვისმინე, არის საუკეთესო”, – განაცხადა კილაძემ.

banner
წინა სტატიაშიჩიხრაძე: ე.წ. მოსმენებთან დაკავშირებით, უმრავლესობამ სამწუხაროდ, გუშინ გვინ ღამით კონსულტაციებზე უარი თქვა
შემდეგი სტატიაგერმანიის პოლიციამ “ისლამური სახელმწიფოს” ორი სავარაუდო წევრი დააკავა