,,ეს მესამე მსოფლიო ომის ნაწილია”– რომის პაპი

ვატიკანი მწუხარებას გამოთქვამს პარიზში განხორციელებულ ტერაქტებთან დაკავშირებით და მიიჩნევს, რომ პასუხი ყველა მშვიდობისმოსურნე ადამიანმა უნდა გასცეს.
„შოკირებულები ვართ და რომის პაპტან ერთად კატეგორიულად ვგმობთ ტერორისტული ძალადობასა და სიძულვილი იმ გამოვლინებებს, რომელიც ყველა მშვიდობისმოყვარული ადამიანის წინააღმდეგ არის მიმართული. ეს არის თავხადსხმა მთელს კაცობრიობაზე, რომელიც მოითხოვს გადამწყვეტ პასუხს ყველა ჩვენგანისგან“ – ნათქვამია ვატიკანის განცხადებაში.

რომის პაპმა იტალიურ ტელეარხ TV2000-სთან სატელეფონო ინტერვიუში კი განაცხადა, რომ ამ ფაქტს , არავითარი რელიგიური და ჰუმანური გამართლება არ გააჩნია.

„ეს ყველაფერი ძალიან რთულია გასაგებად. ძალიან დამწუხრებული ვარ და ვლოცულობ გარდაცვლილთა სულების, მათი ოჯახებისა და საფრანგეთისთვის“ – განაცხადა პაპმა.

კითხვაზე არის, თუ არა ეს “ნაწილობრივ მესამე მსოფლიო ომის დასაწყისი”, რომის პაპმა აღნიშნა, რომ ეს მისი „ნაწილია.“

საფრანგეთის პროკურატის მიერ გავრცელებული ოფიციალური განცხადების თანახმად, ამჟამინდელი მონაცემებით , გუშინ განხორციელებულ ტერაქტებს 128 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულია 200-მდე ადამიანი.თავდასხმების სერიაზე პასუხისმგებლობა რადიკალურმა ისლამისტურმა დაჯგუფება „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო.

banner
წინა სტატიაშიხაშურის გამგებლის ინფორმაციით, სტიქიის მასშტაბები იმდენად დიდია, რომ ტექნიკა თითქმის უძლურია
შემდეგი სტატიატურისტებისთვის ეიფელის კოშკი და ლუვრის მუზეუმი დაიხურა