“ეს კლანი სოზარ სუბარის ხელმძღვანელობით ხელს აფარებს მკვლელებს,”-მაჭუტაძე სუბარის გადადგომას ითხოვს

ქეთი ფერაძე
: ქეთი ფერაძე მაისი 31, 2018 14:37

“ეს კლანი სოზარ სუბარის ხელმძღვანელობით ხელს აფარებს მკვლელებს,”-მაჭუტაძე სუბარის გადადგომას ითხოვს

ნიკა მაჭუტაძე მთავარ პროკურორთან ერთად სოზარ სუბარის გადადგომასაც ითხოვს. მისი თქმით სწორედ სუბარი აფარებს ხელს იმ კლანს, რომელიც პროკურატურას მართავს და რომლებიც მფარველობენ მკვლელებს. მისი თქმით სოზარ სუბარი არის მირზა სუბელიანი ახლობელი და ის ხელმძღვანელობდა პენიტენციალურ სისტემას მაშინ, როდესაც მირზა სუბელიანმა საკნიდან ვანო მერაბიშვილი გაიყვანა.

„კლანს, რომელიც ახორციელებს დამნაშავეებისთვის ხელის დაფარებას და პასუხისმგებლობის არიდებას, მათი სახე არის მინისტრი სუბარი, რომელიც ზუსტად მაშინ ხელმძღვანელობდა პენიტენციალურ სისტემას, როდესაც მირზა სუბელიანი იყო მაღალჩინოსანი, იგი სწორე და მისი ნათესავი და კადრია. სწორედ სუბარის ხელმძღვანელობით მოხდა იმ ცნობილი ფაქტი განცხორიცლება, რომელიც გულისხმობს ვანო მერაბიშვილის ციხიდან გაყვანას. სწორედ, ეს კლანი სოზარ სუბარის ხელმძღვანელობით ხელს აფარებს მკვლელებს,“-განაცხადა ნიკა მაჭუტაძემ.

ქეთი ფერაძე
: ქეთი ფერაძე მაისი 31, 2018 14:37

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


5,160
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics