,,ეს ხალხი დიდ გაუგებრობაშია და ქვეყანასაც ამ შარში მიაქანებენ”

კოალიციის დაშლის შესახებ ნაციონალური მოძრაობის წევრი, დეპუტატი პეტრე ცისკარიშვილი, საუბრობს, რომელიც ამბობს, რომ კოალიციიდან გამოსვლის მიუხედავად, პოლიტიკურ პარტიებს დამოუკიდებლობის ხარისხი არა აქვთ.

ამის შესახებ განცხადება პეტრე ცისკარიშვილმა გადაცემა არჩევანში გააკეთა.

„რეალურად ეს ხალხი დიდ გაუგებრობაშია და ქვეყანასაც ამ შარში მიაქანებენ. შეუძლიათ კი მათ, თუნდაც დატოვებული ჰქონდეთ ეს უმრავლესობა, მიიღონ ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც იმ სოლოლაკში მჯდომ კაცს არ სიამოვნებს. მათ აქვთ კი დამოუკიდებლობის ის ხარისხი და ის გამბედაობა, რომ იმ საკითხებს, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი მხარს არ უჭერს, ადგნენ და პულტზე ხელი დააჭირონ,“ – განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიმიხეილ ჯანელიძე სომეხ კოლეგას ტელეფონით ესაუბრა
შემდეგი სტატია“კოალიციაში მეტი “რესპუბლიკელი” რომ ყოფილიყო, საქმე გაცილებით უკეთ იქნებოდა”