“ეს კადრები შენახული მაქვს – ფაქტობრივად ცეცხლი გაიხსნა პირადად ჩემს წინააღმდეგ”

თინა ხიდაშელი ამბობს, რომ კადრები, რომელიც ინტერნეტსივრცეში გავრცელდა და, სადაც ნათქვამი იყო, რომ თითქოს ეს თინა ხიდაშელის პირად ცხოვრებას ასახავდა, იყო დადგმული მსახიობების მონაწილეობით.

ხიდაშელი ამბობს, რომ მას ეს ვიდეო შენახული აქვს და აცხადებს, რომ მან მიმართა სპეციალურ სამსახურს, არ მომხდარიყო ამ ვიდეოს სოციალური მედიიდან აღება.

აქვე ხიდაშელი ამბობს, რომ გაზაფხულზე, როცა ის თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე ახალი დანიშნული იყო, მიმდინარეობდა მისი დისკრედიტაცია, როგორც კოალიცია ქართული ოცნების ზოგიერთი წევრის მხრიდან, ასევე რუსი დიპლომატის, გრიგორი კარასინის მხრიდან და იმ პირებისა და ტელეკომპანიების მხრიდან, სადაც ხშირად აჩვენებდნენ და საუბრობდნენ აღნიშნული ვიდეოკადრების შესახებ.

“იყო ტელევიზიები და სოციალურ ქსელებში ადამიანების ნაწილი, რომლებიც ამ თითქოსდა ჩემს შესახებ ვიდეობზე საუბრობდნენ. მე ვგეგმავდი მათთვის მეჩივლა ამ სიბინძურისთვის. თქვენ არ გითქვამთ არაფერი, მაგრამ სხვები აქტიურად საუბრობდნენ ამ კადრების შესახებ.

“ეს ვიდეო იყო მსახიობების დადგმული, მისი ტირაჟირება აქტიურად მოახდინეს. ორი ადამიანი პროკურატურის კარებთან ხმამაღლა ამბობდა, რომ ეს ვიდეო იყო პოლიტიკოსის შესახებ. მე ეს ვიდეო შენახული მაქვს და მე ვფიქრობდი, რომ ამ ხალხისთვის მეჩივლა. ეს იყო საკმაოდ სერიოზული შეტევა ჩემს წინააღმდეგ, ცალკე კარასინი და ცალკე ადგილობრივი ფაშისტები მიტევდნენ. მე ეს ვიდეო შენახული მაქვს. უსაფრთხოების სამსახურის უფროს ვთხოვე, რომ ეს ვიდეო არ აეღოთ სოციალური სივრციდან, მაგრამ მოხდა მისი აღება.

“ცეცხლი გაიხსნა პირადად ჩემს წინააღმდეგ და ეს თავდაცვის სამინისტრო გახდა შეტევის მთავარი სამიზნე, როგორც კოალიციური მთავრობის წევრების მხრიდან, ასევე კარასინისა და იმ ადამიანების მხრიდან, რომლებიც ამ ვიდეოს შესახებ აქტიურად საუბრობდნენ,” – ამბობს თავდაცვის მინისტრი.

https://youtu.be/Y__Xycr2tsk

 

banner
წინა სტატიაშიშვედეთში, სავაჭრო ცენტრში სროლა იყო
შემდეგი სტატიათინა ხიდაშელი: სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, ეს არ არის რთულად გამოსაძიებელი დანაშაული