,,ეს კაცი არა მარტო გაუნათლებელია, არამედ განათლების მტერია”

რას წერს მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელ

ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, ბიძინა ივანიშვილს “მატყუარასა” და “ცრუპენტელას” უწოდებს.

ასეთი შეფასება სააკაშვილმა ბიძინა ივანიშვილის მხრიდან ტექნოლოგიურ უნივერსიტეტის შესახებ გაკეთებული განცხადების შეფასებისას გააკეთა, სადაც ივანიშვილმა თქვა, რომ ტექნოლოგიური უნივერსიტეტის იდეა მას ეკუთვნის და არა მიხეილ სააკაშვილს.

„ვერც განათლებას იყიდი, ვერც კულტურას და ვერც ინტელექტს. დარწმუნებული ვარ, ნებისმიერ საშუალო ჭორვილელი გლეხი ბევრად უფრო განვითარებულია, ვიდრე ეს კაცი. ამ კაცს ერთი ნიჭი აქვს განვითარებული მხოლოდ, პათოლოგიური მატყუარაა, ცრუპენტელაა,“ – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

ყოფილი პრეზიდენტი ბიძინა ივანიშვილის მიერ მისთვის ბოტანიკური ბაღის ტერიტორიის შეთავაზების შესახებ გაკეთებულ განცხადებასაც “ტყუილს” უწოდებს და ტექნოლოგიური უნივერსიტეტის შესახებ ივანიშვილთან საუბრის დეტალებს იხსენებს.

„ერთ-ერთი პროექტი, რომელიც მე მას შევთავაზე ძალიან დაყვავებით, მაგრამ მტკიცედ, იყო ტექნოლოგიური უნივერსიტეტი. ცივი უარი მივიღე. ეს კაცი არა მარტო გაუნათლებელია, არამედ განათლების მტერია. ახლა საუბრობს ახალ ტექნოლოგიური უნივერსიტეტის აშენებაზე, რომელიც როდესმე იქნება. მაგ კაცს დებილები ხომ არ ვგონივართ, რამდენი უნდა იძახოს, რომ რაღაც იქნება საოცარ მეოთხე წელის დაპირებებში,“ – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

banner
წინა სტატიაში,,მე ვაპირებ საქართველოში დაბრუნებას და პროცესებში აქტიურად ჩართვას “
შემდეგი სტატიასააკაშვილი ბაქრაძის იდეას „დიდი პოლიტიკური შერიგების“ თაობაზე მხარს უჭერს