ეს ჯაშუში – ვლადიმირ პუტინია და ეს კინოსცენარი არ არის

ცნობილი ამერიკელი მსახიობი მორგან ფრიმენი აშშ-ს პრეზიდენტს მოუწოდებს დაიცვას დემოკრატია მსოფლიოში. კინოვარსკვლავი ვიდეომიმართვაში დონალდ ტრამპს სთხოვს აღიაროს, რომ რუსეთის 2016 წლის არჩევნებში ჩაერია.

“წარმოიდგინეთ ასეთი კინოსცენარი: საკუთარი სამშობლოს მარცხით გაბრაზებული, ყოფილი აგენტი, შურისძიებას გეგმავს. სარგებლობს შექმნილი ქაოსით და პოსტსაბჭოთა რუსეთში პრეზიდენტი ხდება. ამყარებს ავტორიტარულ რეჟიმს. შემდეგ კი მთავარ მტერს აშშ-ს ამოიღებს სამიზნეში. როგორც KGB-ს ჭეშმარიტი აგენტი ის იყენებს კიბერიარაღს მსოფლიოში დემოკრატიებზე თავდასხმისთვის. იყენებს სოციალურ ქსელებს პროპაგანდის გავრცელებისთვის, ცდილობს დემოკრატიული საზოგადოების წევრებს მედია საშუალებებისადმი ნდობა დააკარგვინოს. საბოლოოდ ის გაიმარჯვებს. ეს ჯაშუში – ვლადიმირ პუტინია და ეს კინოსცენარი არ არის”, – ამბობს მორგან ფრიმენი.

banner
წინა სტატიაშიმიხეილ ჯანელიძის განცხადებით საქართველო აქტიურად არის ჩართული გაერო-ს მიზნების განხორციელებაში, რაც მსოფლიოში არსებული გამოწვევების დაძლევისკენაა მიმართული
შემდეგი სტატიარუსეთი აფხაზეთში ახალ საბაჟო გამშვებ პუნქტს გახსნის