“ეს იყო საზოგადოების შეცდომაში შეყვანის სრულიად შეგნებული მცდელობა”- კობახიძე პრეზიდენტს აკრიტიკებს

აქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის თქმით პრეზიდენტმა მარგველაშვილმა საზოგადოება შეცდომაში შეგნებულად შეიყვანა, როდესაც განაცხადა, რომ კონსტიტუციაში პრეზიდენტის არჩევის წესის დაგეგმილი ცვლილება ერთ პერსონაზე მორგებულად ხდება. ირაკლი კობახიძემ პრეზიდენტის განცხადების შემდეგ მის მიერ გაკეთებული განცხადების კონტექსტიც განმარტა და აღნიშნა, რომ მათი პირველი ინიციატივა სწორედ პერსონებთან დაკავშირებით სპეკულაციების თავიდან არიდებას ემსახურებოდა, პრეზიდენტის მხრიდან კი სწორედ სპეკულაციებს და არაკორექტულ მიდგომას ქონდა ადგილი:

„აქ არაფერ შუაშია ცენზურა და მუქარა, მანამდე ჩვენ გავმართეთ ბრიფინგი თუ რა ცვლილებებს ვგეგმავდით კონსტიტუციაში, ჩვენი ხედვა პირდაპირ ცხადყოფდა იმას, რომ სპეკულაციები პრეზიდენტთან დაპირისპირებასთან დაკავშირებით იყო აბსოლუტურად უადგილო. ამის საპასუხოდ მეორე დღეს გამოვიდა პრეზიდენტი და მან სცადა საზოგადოების შეცდომაში შეყვანა. იმის საპირისპირო რამ თქვა რეალურად, რასაც ჩვენ ვსაუბრობდით. ჩვენ ვადასტურებდით კონკრეტული არგუმენტებით რომ არცერთი ცვლილება მარგველაშვილის წინააღმდეგ არ იყო მიმართული. მარგველაშვილმა კი განაცხადა, რომ „სპიკერის განცხადება იყო დასანანი ამ განცხადებამ ცხადყო რომ საქმე გვაქვს არა კონსტიტუციის შინაარსობრივ გადახედვასთან არამედ ერთ პერსონაზე მორგებულ ცვლილებებთან“, ეს იყო საზოგადოების შეცდომაში შეყვანის სრულიად შეგნებული მცდელობა. ჩემი შემდგომი განცხადება კი ეხებოდა იმას, რომ თუ სპეკულირება ამ თემასთან დაკავშირებით მაინც უნდა გაგრძელდეს და ჩვენ კორექტული მიდგომას არაკორექტული მიდგომა უნდა დახვდეს, ამ შემთხვევაში ჩვენ პირდაპირ გადავალთ იმ წესზე, რომელიც ჩვენი აზრით ყველაზე უკეთ ემსახურება ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულ განვითარების მიზნებს.“- განაცხადა ირაკლი კობახიძემ და აღნიშნა, რომ ამ თემაზე სპეკულაცია პრეზიდენტის ადმინისტრაციამ და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრებმა დაიწყეს.

banner
წინა სტატიაში(Video) ეს არის დაპირისპირება ”რუსთავი 2“-ის მფლობელებსა და საქართველოს შორის, ამ დაპირისპირებაში გამარჯვებული გამოვა საქართველო-კობახიძე
შემდეგი სტატიავინ ასწავლა, რომელ უნივერსიტეტში უთხრეს, რომ სტრასბურგში საქმე ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოა? – თინა ხიდაშელი კობახიძის განცხადებაზე