„ეს იყო ქვეყნის პრეზიდენტის გამოსვლა, რომელიც არცერთ პარტიას არ ლობირებს“

მოსამართლე დავით ჯუღელზე პროკურატურაც ახდენდა ზეწოლას

პარლამენტის ფრაქცია „თავისუფალი დემოკრატები“ პრეზიდენტის გამოსვლის აქცენტებს ზუსტს და სწორს უწოდებენ.

როგორც დეპუტატი ნინო გოგუაძე აღნიშნავს, პრეზიდენტის სახელმწიფოებრივი პრიორიტეტები „თავისუფალი დემოკრატების“ მოსაზრებებს ემთხვევა: როგორიცაა მაგალითად, ადამიანის უფლებები, ევროატლანტიკური მისწრაფებები, მასმედიის დამოუკიდბლობა და ყველა ის ძირეული საკითხი, რომელიც მნიშვნელოვანია, ევროპული სხელომწიფოების მშენებლობის საკითხში.

ნინო გოგუაძემ მარგველაშვილის გამოსვლას საქართველოს მოქალაქეთა პრეზიდენტის გამოსვლა უწოდა და არა, რომელიმე პარტიის ლობისტის.

„მე ვფიქრობ, რომ ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი გამოსვლა. ეს იყო ქვეყნის პრეზიდენტის გამოსვლა, რომელიც არცერთ პარტიას არ ლობირებს და არის სრულიად საქართველოს მოქალაქეთა პრეზიდენტი. მისი აქცენტები იყო ძალიან ზუსტი და თითქმის ემთხვევა იმ აქცენტებს, რომელსაც ჩვენ „თავისუფალი დემოკრატები“ ვსვამთ ხოლმე. რას ნიშნავს ევროპული სახელმწიფო, რომ ეს პირველ რიგში არის დამოუკიდებელი ინსტიტუტების მუშაობა. რა მნიშვნელობა აქვს სასამართლოს დამოუკიდებლობას და მთელი პასაჟი იყო გაკეთებული სასამართლოზე. რა მნიშვნელობა აქვს მედიის დამოუკიდებლობას, რა მნიშვნელობა აქვს ადამიანის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას და რომ დღესაც გრძელდება, სამარცხვინო პრაქტიკა ადამიანის პირადი ცხოვრების ხელყოფისა და შანტაჟის“, – აღნიშნა გოგუაძემ.

banner
წინა სტატიაში“არ გვჭირდება ჩვენ მონტეკარლოები, იტალიები, საფრანგეთები და ნორვეგიები”
შემდეგი სტატიაპოლიტიკური წესრიგისკენ გადადგმული ნაბიჯია, რომ პრეზიდენტის გამოსვლას დღეს ისმენდნენ პრემიერი და მთავრობის სხვა წევრები