“ეს იყო პოლიტიკური სპეკულაციები” – პრემიერი გიორგი კანდელაკს პასუხობს

პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, “გაზპრომთან” დაკავშირებით ატეხილი აჟიოტაჟი პოლიტიკური სპეკულაცია იყო.

პრემიერმა აღნიშნულის შესახებ ენერგეტიკის საერთაშორისო ფორუმზე, “ნაციონალური მოძრაობის” წევრის გიორგი კანდელაკის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

“გაზპრომთან” მოლაპარაკებები დასრულდა. შევავსეთ ის გარღვევა მოთხოვნაზე, რაც გვქონდა “სოკართან” დამატებითი შეთანხმებით. ეს იყო მნიშვნელოვანი გარიგება. შეიძლება, თამამად ითქვას, რომ არ ვართ რუსეთზე მძმედ დამოკიდებულნი, ამიტომ, “გაზპრომთან” დაკავშირებული პოლიტიკური განცხადებები” პოლიტიკური სპეკულაციები იყო”, – განაცხადა პრემიერმა.

თბილისში საერთაშორისო კონფერენცია “ენერგეტიკის საერთაშორისო ფორუმი 2016: ენერგოუსაფრთხოება – ძველი და ახალი გეოპოლიტიკური პარადიგმა” მიმდინარეობს.

კონფერენციაზე საქართველოს და მისი მეზობელი ქვეყნების: აზერბაიჯანის, თურქეთის და სომხეთის არსებულ და მომავალ როლს, ასევე, დასავლეთის ქვეყნების მნიშვნელობას გლობალურ ენერგოპროცესებში განიხილავენ.

კონფერენციას პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, ვიცე-პრემიერი კახა კალაძე, ასევე, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ცნობილი მოღვაწეები, ენერგეტიკის დარგის სპეციალისტები და დიპკორპუსის წარმომადგენლები ესწრებიან.

banner
წინა სტატიაშითელ-ავივის ცენტრში სროლას ოთხი ადამიანი ემსხვერპლა
შემდეგი სტატიასოფელ მსხალგორის ტყეში კიდევ ერთ ცხედარს მიაკვლიეს