“ეს იყო მკვლელობა, რომელიც სახელმწიფომ ჩაიდინა” – მაჩალიკაშვილის საქმე შესაძლოა სტრასბურგში წავიდეს

ეს იყო მკვლელობა, რომელიც სახელმწიფომ ჩაიდინა თემირლან მაჩალიკაშვილის მიმართ- ეს განცხადება არასამთავრობო რგანიზაცია ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის სამოქალაქო- პოლიტიკური უფლებების პროგრამის დირექტორმა თამთა მიქელაძემ გააკეთა, რომელიც საავადმყოფოში იმყოფებოდა. მიქელაძემ არგამორიცხა, რომ მაჩალიკაშვილის საქმე სტრასბურგში წავიდეს, ვინაიდან საქართველოში მისი ობიექტურად გამოძიების ალბათობა, მისი თქმით, დაბალია.
“დღეს კიდევ უფრო ნათელი გახდა, რომ ეს იყო მკვლელობა, რომელიც სახელმწიფომ ჩაიდინა თემირლან მაჩალიკაშვილის მიმართ და ცხადია ჩვენ გამოვიყენებთ ყველა სამართლებრივ დაცვის საშუალებას იმისთვის, რომ ამ საქმეზე სიმართლე დადგინდეს და დაზარალებული ოჯახის უფლებები ბოლომდე იყოს დაცული. ამ საქმეში პრობლემურია როგორც სროლის პროპორციულობის საკითხი, ასევე პრობლემურია დროული სამედიცინო დახმარების აღმოჩენის საკითხი უშუალოდ დაჭრის ეპიზოდში და უკვე მთელი ამ ორი კვირის განმავლობაში მისთვის აღმოჩენილი სამედიცინო დახმარების ადეკვატურობის პრპობლემა. ჩვენ ამ საკითხბს შევისწავლით დეტალურად და ცხადია საბოლოო სწორება იმისთვის, რომ სიმართლე დადგინდეს ამ საქმეზე ჩვენ გვაქვს სწორედ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში, რომელიც იქნება დამოუკიდებელი ორგანო და ინსტიტუტი, რომელიც ამ საქმეს შეაფასებს. საქმის პოლიტიკური შინაარსის გამო ცხადია ჩვენ მაღალი ნდობა, რომ საქმის გამოძიება ადგილობრივ დონეზე იქნება ეფექტიანი და დამოუკიდებელი, საკმაოდ ნაკლები გვაქვს” განაცხადა თამთა მიქელაძემ.
ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა უკვე მიმართა პროკურატურას, მაჩალიკაშვილებს მიენიჭოს დაზარალებულის სტატუსი, რათა ისინი გაეცნონ საქმის მასალებს. სტატუსის გარეშე მათ ამის საშუალება არ აქვთ.

banner
წინა სტატიაშისამედიცინო მომსახურების დაფინასების წესში ცლილებები შევიდა
შემდეგი სტატია„მოვიდეს მთავრობა, წაუკიდონ ცეცხლი… ერთად ამოგვწვან“ – თემირლან მაჩალიკაშვილის ბებია