(video) „ეს იყო დემოკრატიული გზით ჩამოყალიბებული პარტია“ – ოთარ კახიძე

„ეს იყო დემოკრატიული გზით ჩამოყალიბებული პარტია“ – ოთარ კახიძე ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან გამოყოფილი ფრთის მიერ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ნაციონალური მოძრაობის მთავარი ძალა იყო ერთობაში, ახლა კი შიდაპარტიული დაპირისპირება უნდა დასრულდეს და ჩამოყალიბდეს რეალური ალტერნატიული ძალა ივანიშვილის ხელისუფლების წინააღმდეგ, რომელსაც აქვს მკაფიო გეგმა.

“არჩევნების შემდგომ სხვა რეალობის წინაშე დავდექით – მიხეილ სააკაშვილის წინაშე თქვენ ხართ ნულები – ამ ფრაზას მოჰყვა ცილისწამების ნიაღვარი და მე მინდა ვთქვა, რომ ეს ასე არ არის. ჩვენი ძალა არის პროფესიონალიზმის, საქმის კეთების ერთობაში,“ – განაცხადა ოთარ კახიძემ.

მისი აზრით, ახალი პოლიტიკური ძალა უნდა იყოს „მიზიდულობის ცენტრი ყველა ევროპულად მოაზროვნე მოქალაქისთვის.“

https://www.youtube.com/watch?v=DkwZgQDFca8&feature=youtu.be

banner
წინა სტატიაში(VIDEO) „ეს პარტია არ შეუქმნია მიხეილ სააკაშვილს,” – გიგი უგულავას მკაცრი კრიტიკა სააკაშვილის მიმართ
შემდეგი სტატიაარ ვაპირებ, მარილის ლოდად გადავიქცე – ნადირაშვილი