“ეს გახლავთ ოკუპაციის რეალური სახის გამოვლინება,”-ქეტევან ციხელაშვილი საქართველოს მოქალაქეების გატაცებაზე საუბრობს

ოკუპირებულ ტერიტორიასთან ახლოს მოქალაქეების გატაცება იქნება საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა ერგნეთში დაგეგმილ ხვალინდელ შეხვედრაზე. ქეთევან ციხელაშვილის თქმით, საკითხი უკვე განიხილეს ჟენევის თანათავმჯდომარეებთან, რათა ეს პრაქტიკა საბოლოოდ დასრულდეს. გუშინ საოკუპაციო ხაზთან სხვადასხვა ადგილზე რუსმა სამხედროებმა დირბის ეკლესიის წინამძღვარი მამა იოანე ოხანაშვილი და სოფელ ხურვალეთის მკვიდრი დააკავეს. დღის ბოლოსთვის სასულიერო პირი გაათავისუფლეს, თუმცა უკანონო პატიმრობაში ამ დრომდე რჩება გატაცებული ადგილობრივი მამაკაცი.

“ეს გახლავთ ოკუპაციის რეალური სახის გამოვლინება, ჩვენი თანამოქალაქეების დაკავება საკუთარ კარ-მიდამოში, საძოვრებზე, ბაღებში ე.წ. და არარსებული საზღვრის კვეთის ბრალდებით. რეალურად საოკუპაციო ხაზი რუსი ჯარისკაცების მხრიდან არის სრულიად უკანონობა და ამას სხვაგვარი კვალიფიკაცია ვერ მიეცემა,”-განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიმეტროსადგურები მუშაობას დღეს 14:00 საათიდან განაახლებენ
შემდეგი სტატიასაკონსტიტუციო სასამართლო ფარული მიყურადებისა და მოსმენის საქმის არსებით განხილვას აგრძელებს