,,ეს გადავსებული დარბაზი არის წინაპირობა იმისა, რომ ჩვენ მივალთ მნიშვნელოვანი დოკუმენტის შექმნამდე“ – პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტი ბათუმში კონსტიტუციის საერთო-სახალხო განხილვაში იღებს მონაწილეობას, როგორც გიორგი მარგველშვილმა განხილვის დროს აღნიშნა გადავსებული დარბაზი არის იმის წინაპირობა, რომ საინტერესო და მნიშვნელოვანი დოკუმენტი შეიქმნას:

„მიხარია და მივესალმები გადავსებულ დარბაზს, ეს არის ის, რაც ყოველთვის მინდოდა, რომ მთელი საზოგადოება ვსაუბრობთ და ვმსჯელობთ ერთად. ვსაუბრობთ, ვმსჯელობთ და მივდივართ შეთანხმებამდე ერთიან ჭეშმარიტებამდე, რასაც ჰქვია ქვეყნის უზენაესი კანონი, რომელიც ჩვენ მომავალ თანაცხოვრებას განაპირობებს. ეს გადავსებული დარბაზი არის წინაპირობა იმისა, რომ ჩვენ რეალურად ამ პროცესის გაღრმავებით მივალთ მნიშვნელოვანი და საინტერესო დოკუმენტის შექმნამდე. მიხარია, როდესაც ვხედავ ამდენ დაინტერესებულ ადამიანს. მინდა, მადლობა გადავუხადო ირაკლი კობახიძეს. მინდა, მოვუსმინო კომისიის წევრების შეხედულებებს. მაინტერესებს, რა თემებზე იქნება დისკუსია. არის საკითხები, რომელზეც მინდა, ჩემი შეხედულება გაგიზიაროთ“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

banner
წინა სტატიაში“რა უფლებით ვასწავლი მე მაგალითად ან ირმა ინაშვილს ან ჭიაბერაშვილს მისთვის რა არის უკეთესი”- პრეზიდენტი საარჩევნო სისტემაზე
შემდეგი სტატიაეს სამართლიანი საარჩევნო სისტემის შთაბეჭდილებას არ ტოვებს-მარგველაშვილი