“ეს ცვლილებები აჩვენებს იმას, რომ ივანიშვილი კიდევ უფრო ახლოს დისტანციიდან გააკონტროლებს ყველა საკვანძო უწყებას”- სამადაშვილი

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი სალომე სამადაშვილი მთავრობაში არსებულ ცვლილებებთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ ხელისუფლება საკუთარი მუშაობით არ არის კმაყოფილი.

როგორც სამადაშვილი აცხადებს ამ ცვლილებებით ბიზინა ივანიშვილი ცდილობს ახლო დისტანციიდან გააკონტროლოს ყველა საკვანძო უწყება.
„ასეთი მასშტაბური ცვლილებები აჩვენებს იმას, რომ თვითონ მთავრობა არ არის კმაყოფილი საკუთარი მუშაობით და ეს ძალიან უცნაურია როდესაც ადგილობრივი არჩევნები სულ რამდენიმე კვირის წინ ჩატარდა. ყველა ის შეკითხვა რაც იყო დაგროვებული განასაკუთრებით შსს სამინისტროსთან გასული რამდენიმე წლის მანძილზე პრემიერი და ვერც განახლებული გუნდი ვერ აარიდებს ამშეკითხვებზე პასუხის გაცემას იმ შკითხვებზე იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს უკვე დიდი ხანია შსს მინისტრთან ძალიან სერიოზული პრეტენზიები. გახარიას დანიშვნა შსს მინისტრად არის სრულიად გაუგებარი იმიტომ რომ მას არ აქვს არანაირი პოლიტიკური და არანაირი პროფეციონალური გამოცდილება და ეს ცვლილებები აჩვენებს ერთ რამეს, რომ ივანიშვილმა კიდევ უფრო ახლოს დისტანციიდან გააკონტროლოს ყველა საკვანძო უწყება“ – განაცხადა სამადაშვილმა.

banner
წინა სტატიაშითამარ ჩუგოშვილი ვერ აკონკრეტებს, მთავრობის სტრუქტურული რეორგანიზაციის შემდეგ, სამსახურის დატოვება რამდენ ადამიანს მოუწევს
შემდეგი სტატიათალაკვაძე: პრემიერმა ხალხის სათქმელი თქვა