„ეს ჭორი იყო, ეს იყო ცილისწამება“- პატრიარქის მოსაყდრე რუსეთის ხელისუფლებასთან კავშირზე საუბრობს

საქართველოს პატრიარქის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო მუჯირი იმ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც მას ახლო კონტაქტი აქვს რუსეთის ხელისუფლებასთან და რუსულ სამღვდელოებასთან.

მეუფე შიო გავრცელებულ ინფორმაციას ჭორს უწოდებს და ამბობს, რომ რუსეთში მან უბრალოდ განათლება მიიღო.

„ეს ჭორი იყო, ეს იყო ცილისწამება“-განაცხადა მეუფე შიომ.

მეუფე შიოს განათლება მიღებული აქვს მოსკოვში. მიტროპოლიტს წმინდა ტიხონის ინსტიტუტი აქვს დამთავრებული.

საქართველოში დაბრუნების შემდეგ მეუფე შიო სასულიერო პირად აკურთხეს და წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძარში განამწესეს. მეუფე შიო მიტროპილიტად კურთხევამდე აღნიშნულ ტაძარში მსახურობდა.

სრულიად საქართველოს პატრიაქმა ილია მეორემ მოსაყდრედ სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო მუჯირი დაასახელა.

ილია მეორემ ბრძანება ქაშუეთში, სადღესასწაულო წირვის დაწყებამდე წაიკითხა. უწმინდესის თქმით, ბრძანება მოსაყდრედ მიტროპოლიტი შიო მუჯირის წარდგენასთან დაკავშირებით, დღეს დაიწერა.

შეგახსენებთ, რომ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალების, გადადგომის ან სხვა მიზეზის გამო, რომელიც შეუძლებელს ხდის კათოლიკოს-პატრიარქისთვის თავისი მოვალეობების შესრულებას, კათოლიკოს-პატრიარქის მიერ დადგენილი საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე მართავს ეკლესიას ახალი კათოლიკოს-პატრიარქის არჩევამდე.

banner
წინა სტატიაშიავღანეთში დაჭრილი სამხედრო მოსამსახურის ჯამრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია
შემდეგი სტატია“კითხვები არსებობს და ჯერჯერობით დაზუსტებული ინფორმაცია არ გვაქვს”-ირაკლი კობახიძე სპეცოპერაციას გამოეხმაურა