„ეს აუდიტორია 115-ის გამარჯვებაა”- თსუ-ს სტუდენტი

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ცოტა ხნის წინ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით 115-ე აუდიტორიის წარმომადგენლებმა განცხადება გააკეთეს. სტუდენტები აცხადებენ, რომ ეს არის მათი გამარჯვება. დაახლოებით, ერთ საათში ვლადიმერ პაპავასა და 115-ე აუდიტორიის სტუდენტებს შორის შეხვედრაა დაგეგმილი.

„ეს აუდიტორია 115-ის გამარჯვებაა, ამ პროცესში ჩვენი ბრძოლა განათლების სამინისტროსთან ერთად გრძელდება, ჩვენ უნდა მივიღოთ ახალი საკანონმდებლო ცვლილებები, რომლითაც რექტორისა და აკადემიური საბჭოს არჩევის წესი და საბჭოს წევრთა რაოდენობა უნდა შეიცვალოს,“- განაცხადა აუდიტორია 115-ის წარმომადგენელმა.

უნივერსიტეტში ამ წუთებში პრეზიდენტის მრჩეველი ფიქრია ჩიხრაძე მივიდა, რომელიც ვლადიმერ პაპავასთან შეხვედრას გეგმავს.

დღეს ვლადიმერ პაპავამ თანამდებობიდან გადაგომის გადაწყვეტილება მიიღო.

banner
წინა სტატიაშილადო პაპავა: არ ვარ ის კაცი, ვისზეც ადვილად მოქმედებს ზეწოლა
შემდეგი სტატიაჟოზეფ დოლი ე.წ. მატროსოვის ციხეში მერაბიშვილს, უგულავას და ახალაიას შეხვდა