„ეს ასევე საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკის გამოძახილია”

ვლადიმერ პუტინის განცხადებას რუსეთთან შესაძლო უვიზო მიმოსვლაზე შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე გამოეხმაურა. ქეთევან ციხელაშვილი მიიჩნევს, რომ ეს საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკის გამოძახილიცაა.

„ეს ასევე საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკის გამოძახილია, რომლის ფარგლებში გარკვეულ სფეროებში რუსეთთან ურთიერთობების მოწესრიგების მცდელობა იყო. ვერ იქნება ეს ურთიერთობები მოწესრიგებული და ნორმალიზებული მანამდე, ვიდრე რუსეთის მხრიდან ოკუპირებული ტერიტორიები არსებობს, მაგრამ ისეთ სფეროში, როგორიცაა ვაჭრობა, ეკონომიკა, ჰუმანიტარული სფერო პირველ რიგში საქართველოს მოქალაქეების ინტერესია, რომ გარკვეული ნაბიჯები გადაიდგა და საქართველოს მთავრობის ამოცანაა, რომ მის მოქალაქეებს მიმოსვლა გაუმარტივოს,“- განაცხადა , ქეთევან ციხელაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიირმა ნადირაშვილის ინფორმაციით ელისაშვილის წინააღმდეგ ოპერაცია იგეგმება
შემდეგი სტატია“უნდა გვახსოვდეს, რომ პუტინის, რუსეთის ნდობა არ შეიძლება”