ეს არის უპირველესად ეკლესიის მცდელობა, მოიპოვოს უფრო და უფრო მეტი ძალაუფლება

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი დეკემბერი 5, 2015 21:48

ეს არის უპირველესად ეკლესიის მცდელობა, მოიპოვოს უფრო და უფრო მეტი ძალაუფლება

საგარეჯოსა და მარტვილში შუალედური საპარლამენტო არჩევნები შესაძლოა აღარ ჩატარდეს“ეს არის უპირველესად ეკლესიის მცდელობა, მოიპოვოს უფრო და უფრო მეტი ძალაუფლება,” – ასე გამოეხმაურა კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე საქართველოს პატრიარქის ინიციატივას, რომ მას პატიმრების შეწყალების უფლება მიენიჭოს.

ვახუშტი მენაბდე ამბობს, რომ ეს საკითხი და ინიციატივა ქვეყნის ფუნდამენტურ პრინციპებს ეწინააღმდეგება.

კონსტიტუციონალისტი პრემიერ-მინისტრისა და მოქმედი ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებებსაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ამ განცხადებებს მმართველი გუნდის წევრები წინა საარჩევნო სპეკულაციისთვის იყენებენ.

“პოლიტიკოსები რელიგიური საკითხებით სპეკულირებენ. ეს ქართველი ხალხის და ამომრჩევლების შეურაცხყოფაა,” – განაცხადა ვახუშტი მენაბდემ.

მას მიაჩნია, რომ პატრიარქის ინიციატივა წინააღმდეგობაში მოდის დასავლური და დემოკრატიული ქვეყნის პრინციპებთან და ამბობს, რომ დასავლეთის მხრიდან ამ ინიციატივას საქართველოსთან მიმართებაში მკვეთრად უარყოფითი განცხადებები მოჰყვება.

მენაბდე საზოგადოების წევრებს მოუწოდებს, დააფიქსირონ საკუთარი მკვეთრად უარყოფითი პოზიცია ამ ინიციატივასთან დაკავშირებით.

კონსტიტუციონალისტი ამბობს, რომ ამ თემაზე მსჯელობის დაწყებაც კი ძალიან მძიმეა ქვეყნისთვის, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ კონსტიტუციაში პარლამენტი ცვლილებებს შეიტანს, მენაბდის განცხადებით, საქართველოს კონსტიტუცია აღარ ექნება.

კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანისთვის პარლამენტს 113 ხმა სჭირდება.

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი დეკემბერი 5, 2015 21:48

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


6,921
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics