“ეს არის წარმოუდგენელი განცხადება” – თინა ხიდაშელი თავდაცვის მინისტრს აკრიტიკებს

გონიოში დაკარგულ სამხედრო მოსამსახურეებთან დაკავშირებით, ლევან იზორიას მიერ გუშინ გაკეთებულ განცხადებას აკრიტიკებს თინა ხიდაშელი. თავდაცვის ყოფილი მინისტრი იზორიას განცხადებას შეირაღებული ძალების იმიჯის შელახვად მიიჩნევს.

“ეს არის წარმოუდგენელი განცხადება თავდაცვის მინისტრის მხრიდან, როდესაც საქმე შეეხება სამხედროებს. რადგან, სწორედ ასეთი ტიპის განცხადებები ვნებს პირველ რიგში ჯარს. ანა -ბანაა, რომ ადამიანი, რომელიც დგას თავდაცვის უწყების სათავეში, საკუთარ სამხედროებზე ამბობდეს, რომ მასობრივი დანაშაული ჩაიდინეს, ისე რომ ამის არავითარი მტკიცებულება და დოკუმენტაცია არ წარმოადგინოს, აქ ძალიან კარგად ჩანს მისი დამოკიდებულება შეიარაღებული ძალების მიმართ,“ – განაცხადა თინა ხიდაშელმა.

გუშინ ლევან იზორიამ განაცხადა, რომ მასშტაბურ დანაშაულს არ გამორიცხავს, გონიოში დაკარგულ სპეცრაზმელებთან დაკავშირებით. ლევან იზორიას თქმით, გამოძიება დაადგენს თუ ვინ არის პასუხისმგებელი მომხდარზე.

banner
წინა სტატიაშიმიხეილ ჯანელიძე ვიზალიბერალიზაციაზე: არ შეიძლება თარიღებით სპეკულირება
შემდეგი სტატია,,ხელისუფლების მიერ ოლქების უმრავლესობაში წარმოდგენილი არიან ადამიანები, რომლებიც ყიდულობენ არჩევნებს”