ეს არის საზოგადოების და ძეგლების შეურაცხყოფა და სანქციებს აუცილებლად გავატარებთ- ხმალაძე

თბილისის ვიცე-მერის, ირაკლი ხმალაძის განცხადებით, დედაქალაქში დაწყებულ ე.წ. პირბადეების აქციას მერიისგან ნებართვა არ აქვს და ეს ძეგლების შეურაცხყოფაა.

“ეს აქცია არ არის არც ნებადართული მერიისგან, მითუმეტეს, არც ორგანიზებული. ჩვენ ამას არ მივესალმებით. ამ ადამიანებს, რომლებსაც გარკვეული პროტესტის გამოხატვა უნდოდათ, უფრო კულტურული გზითაც შეიძლებოდა ამ პროტესტის გამოხატვა და არა ძეგლების შეურაცხყობის გზით. ამდენად, ამას ჩვენი მხრიდან მოყვება შესაბამისი რეაგირება, ვინაიდან, ეს ჩვენთვის და საზოგადოებისთვის ყოვლად მიუღებელია. რა ზომებიც იქნება კანონმდებლობით გათვალისწინებული, ეს იქნება დაჯარიმება თუ სხვა რაიმე სანქციები აუცილებლად გავატარებთ. რადგან ჩვენ მივიჩნევთ, ეს არის საზოგადოების შეურაცხყოფა, ვინაიდან პატივსაცემი ძეგლები არის აღჭურვილი პირბადეებით“, – განაცხადა ირაკლი ხმალაძემ და დასძინა, რომ მერიას ჯერჯერობით არ აქვს ინფორმაცია, ვინ ატარებს ამ აქციას და ვინ აღჭურვა ძეგლები პირბადეებით.

banner
წინა სტატიაში,,პატრიოტები” ლომჯარიას მხარს არ უჭერენ და ომბუდსმენად გიორგი ფოფხაძის კანდიდატურას აყენებენ
შემდეგი სტატიაპარლამენტი დღეს ახალ ომბუდსმენს აირჩევს