„ეს არის სავარაუდო სისხლის სამართლის დანაშაული“, – ზაზა ხატიაშვილი გიორგი მიქაუტაძეზე საუბრობს

ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე საქალოქო სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატს გადაწყვეტილების შეცვლაში ადანაშაულებს. ხატიაშვილის თქმით, მიქაუტაძემ ჩაიდინა სავარაუდო, სისხლის სასამართლოს დანაშაული.

ზაზა ხატიაშვილის თქმით, ადვოკატთა ასოციაციაში გაწევრიანებაზე ერთ-ერთ პიროვნებას უარი უთხრა, რის შედეგადაც მიმართა საქალაქო სასამართლოს და საქმე წარმოებაში გიორგი მიქაუტაძემ მიიღო.

მიქაუტაძემ მისი წერილი ბათილად სცნო, თუმცა ხატიაშვილის თქმით, უკვე დასაბუთებულ ნაწილში მან შეცვალა გადაწვყეტილება და ბათილად სცნო საბჭოს გადაწყვეტილება.

ამ თემაზე ხატიაშვილმა მიმართა პროკურატურას და იუსტიციის საბჭოს, თუმცა რეაგირება არ მოჰყოლია.

“ეს არის სავარაუდო სისხლის სამართლის დანაშაული და არ შეიძლება ის ადამიანი დაინიშნოს საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარედ, რომლის მიმართაც არსებობს უტყუარი მტკიცებულებები, რომ მან გადაწყვეტილება შეცვალა. მოსამართლე მიქაუტაძემ გამოაცხადა ერთი გადაწყვეტილება და ბათილად სცნო ჩემი წერილი, და 2 კვირის შემდეგ, როდესაც ჩაგვაბარა გადაწყვეტილება, სულ სხვა რამ ჩაწერა და ბათილად სცნო არა მხოლოდ ზაზა ხატიაშვილის წერილი, არამედ აღმასრულებელი საბჭოს 12 წევრის გადაწყვეტილება. მიზანი იყო, დაეფარა სავრაუდო სისხლის სამართლის დანაშაული იმიტომ, რომ მას არ უნდა ეცნო წერილი ბათილად,“ – განაცხადა ზაზა ხატიაშვილმა.

banner
წინა სტატიაშირუსული ნავთობკომპანიები წელს პროდუქციის გაზრდას არ აპირებენ
შემდეგი სტატიაადიგენში მუსლიმებისა და ქრისტიანების სასაფლაოს გამყოფი ზოლი გამიჯნავს