„ეს არის მხარდაჭერა საქართველოს სახელმწიფოებირობის და დამოუკიდებლობის, იმ გამოწვევების ფონზე, რასაც ჩვენი ჩრდილოელი მეზობელი გვიქმნის”

გიგა ბკერიას ე. წ მოდულის შენობაში დაიბარეს

საქართველოში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ვიზიტს განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონედ აფასებს „ნაციონალური მოძრაობის“ საგარეო მდივანი. გიგა ბოკერიას თქმით შერთებული შტატები მხარს უჭერს ქართველი ხალხის არჩევანს, რომელსაც დემოკრატიის გაძლიერება, არჩევნების თავისუფალ გარემოში ჩატარება და მედიათავისუფლება სურს:
„ეს არის მხარდაჭერა საქართველოს სახელმწიფოებირობის და დამოუკიდებლობის, იმ გამოწვევების ფონზე, რასაც ჩვენი ჩრდილოელი მეზობელი გვიქმნის. ასევე ეს არის მხარდაჭერა ჩვენი დემოკრატიის და მკაფიო გზავნილი ივანიშვილის ხელისუფლებას, რომ ეს ორი საკითხი არის ურთიერთდაკავშირებული. ჩვენი ქვეყნის ამოცანაა, რომ ასეთი მეგობრების მხარდაჭერით ჩვენ გავაძლიეროთ და ვიხსნათ იმ საფრთხისგან ჩვენი დემოკრატია, რომელსაც ივანიშვილის რეჟიმი უქმნის და გავაძლიეროთ ჩვენი საგარეო უსაფრთხოების თანამშრომლობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან და ნატოსთან. რა თქმა უნდა შევხედრაზეც ითქვა იგივე , რაც საჯაროდ, რომ ეს არჩევნები და ის რაც ხდება მედიაში, კერძოდ კი ამ შემთხვევაში, რაც ხდება რუსთავი2-ში არის ტესტი დემოკრატიულობის. ეს არის ფუნდამენტი იმის, იქნება თუ არა ეს არჩევნები დემოკრატიული. ეს აშშ-ის ან მისი სახელმწიფო მდივნის თავსმოხვეული პოზიცია კი არ არის, ეს არის ქართველი ხალხის არჩევანი, რომელსაც უჭერს მხარს ჩვენი მეგობარი შეერთებული შტატები“- განაცხადა გიგა ბოკერიამ.

banner
წინა სტატიაშიევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა საქართველოს ვიზალიბერალიზაციის ინიციატივას მხარი დაუჭირა
შემდეგი სტატიაანდრეას მამიკინსი: ვიზალიბერალიზაცია ოკუპირებული რეგიონების მცხოვრებლებისთვის საქართველოს უფრო მიმზიდველს გახდის